საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ჩვენც ამ პრინციპის ერთგულნი ვართ“ - დავით ზალკალიანი

„დაუშვებელია მოხდეს  საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ღირებულებებისგან გადახვევა, რაზეც არის დაფუძნებული საეთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბუნებრივია, საქართველო ერთგულია ამ პრინციპების და ჩვენი პოზიცია იქნება სწორედ  ამ პრინციპების შესაბამისი“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების თემაზე კომენტირებისას.

„ის ვითარება, რომელიც შექმნილია დღეს მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, დიდ წილად არის განპირობებული იმით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისი ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო დღის წესრიგს თავდაყირა აყენებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ბუნერივია, ჩვენც ამ პრინციპის ერთგული ვართ“ - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს.