საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ვენეციის კომისიის კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება.

აღინიშნა, რომ ვენეციის კომისია მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში და ხელისუფლება კომისიის მოსაზრებებს დიდ  მნიშვნელობას ანიჭებს.

ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების როლზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის დახვეწის პროცესში და გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.