საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საფრანგეთის აღმოსავლეთის რეგიონის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა

2019 წლის 11 იანვარს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონის პრეზიდენტთან ჟან როტნერთან.

შეხვედრაზე ფრანგულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავისა და 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ქართული მხარის მიერ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ.

რეგიონის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ . სტრასბურგში არსებულ ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეს წარმოადგენს და ხელს უწყობს რეგიონის განვითარებ. მან ასევე სრული მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს საიბილეო თარიღისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიმართულებით.