საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტრასბურგში ქართველი პიანისტის, დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა

2018 წლის 20 ნოემბერს ქ. სტრასბურგში, თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის ინიციატივით და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ქართველი პიანისტის, დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე ქართველმა პიანისტმა შეასრულა უცხოელი და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, ქ. სტრასბურგში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის მსმენელები.

კონცერტზე ქართველი პიანისტის მიერ შესრულებულმა კომპოზიციებმა დამსწრე სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.