საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად საქართველოს წარმომადგენელი იქნა არჩეული

2018 წლის 9 ნოემბერს, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები გაიმართა. აღნიშნულ არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფის წევრად არჩეულ იქნა საქართველოს კანდიდატი - ქალბატონი  ია დადუნაშვილი.


ექსპერტთა ჯგუფში არსებულ 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნის კანდიდატი იყო წარდგენილი. გამართული კენჭისყრის შედეგად, არჩეულ იქნა კანდიდატები 7 ქვეყნიდან - იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი,  საქართველო, მოლდოვა და ირლანდია. აღსანიშნავია, რომ ეს არის GRETA-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევა.


ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) მონიტორინგს უწევს მხარე სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ კონვენციის“ მოთხოვნათა  შესრულებას და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.