საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესახებ

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: rpgeorgie@orange.fr

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

·  განაცხადების გადარჩევა;

·  გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


·         ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა;

·         სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ;

·         საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ";

·         საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება;

·         1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;

·         ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებები;

·          ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

 

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში  სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე rpgeorgie@orange.fr უნდა წარადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი

დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე : 6 rue Jean Hermann, 67000 Strasbourg, France.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შესვენება 13:00 -14:00 სთ.) შემდეგ ტელეფონზე: +33 3 90 22 20 10 ან ელ. ფოსტაზეrpgeorgie@orange.fr

სტაჟირებისა_და_პრაქტიკის_გავლის_წესი.pdf

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ