საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2018 წლის 7 აგვისტოს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგვისტოს ომის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებზე. აღნიშნულის შემდეგ გაიმართა დისკუსია. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის „მცოცავი საზღვრები“(Creeping 'Borders') ჩვენება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოსთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.