საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ALDE) და ბორის სილევიჩი (ლატვია, SOC) შეშფოთებას გამოთქვამენ რუსი მესაზღვრეების მიერ აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის ადინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების დამონტაჟების განახლების გამო. თანამომხსენებლები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ რამდენიმე ადგილას აღნიშნული კონსტრუქციები დამონტაჟებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე, რითაც ხდება დე-ფაქტო საზღვრის გადმოწევა.

"ეს ღობეები და დაბრკოლებები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ზიანის მომტანია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები პირებისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩერონ ასეთი ტიპის საზღვრების მშენებლობა და მისცენ მოსახლეობას ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება"- აცხადებენ თანამომხსენებლები.

2013 წლის 24 სექტემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

Call to halt the construction of border fences in Abkhazia and South Ossetia