საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელის ვიზიტი საქართველოში

3-5 ნოემბერს, ბატონმა რენე რუკემ (საფრანგეთი SOC) განახორციელა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების შეფასება. ვიზიტის შედეგად იგი მოამზადებს ანგარიშს: "ალტერნატივა ევროპის სტანდარტთან შეუსაბამო, კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა ცენტრებისთვის".

თბილისში მომხსენებელმა შეხვედრები გამართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტების წევრებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ბატონმა რუკემ მოინახულა თბილისისა და რუსთავის კოლექტიურად დასახლებული ცენტრები და ასევე დევნილთათვის განკუთვნილი დასახლება წეროვანში.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

5 ნოემბერი 2013