საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო კომიტეტის ანგარიში 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ

2013 წლის 22 ნოემბერს ვენაში ავსტრიის პარლამენტში მინისტრთა კომიტეტის ავსტრიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა განიხილა და მიიღო მარიჩელ მატეუ პი-ს ხელმძღვანელობით ბიუროს საგანგებო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში  2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ.  კომიტეტმა მომზადებულ ანგარიშში აღნიშნა რომ საპრეზიდენტო არჩევნები ' ეფექტურად იყო ორგანიზებული, იყო გამჭირვალე და ჩატარდა მშვიდობიან და კონსტრუქციულ გარემოში. გამოხატვის, გადაადგილებისა და შეკრების ფუნდამენტალური თავისუფლებები დაცული იყო, და კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ შეზღუდვის გარეშე. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს  საარჩევნო ადმინისტრაციის შემწეობით მშვიდობიანი გარემოსა და ინკლუზიური პროცესის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მათი პოლიტიკური სიმწიფე. ეს არჩევნები ქვეყნისთვის და მთლიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.’