საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის ევროპის საბჭოში ვიზიტის შესახებ

2013 წლის 16-17 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი თენგიზ შერგელაშვილი და მთავრობის კანცელარიის თვითმმართველობებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბატონი ირაკლი მელაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის საბჭოში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანთან ბატონ ანდრეას კიფერთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისა და ეფექტური მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ ალფონსო ზარდისთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, მათ შორის, თვითმმართველობის კოდექსის პროექტი.

2013 წელი 19 დეკემბერისაქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა