საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა

2014 წლის 5 მაისს,  ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკას და, კერძოდ, უკრაინის კრიზისს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ასევე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაჩქარებული ტემპით შემოღების შესაძლებლობას.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

2014 წლის 5 მაისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი