საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში ადგილობრივ და რეგიონულ დემოკრატიის მონიტორინგზე კონგრესის მომხსენებლების განცხადება

სტრასბურგი, 6 ივნისი 2014 - ჩვენ,  ნაიჯელ მერმაგენს (გაერთიანებული სამეფო, დამოუკიდებელი და ლიბერალურ-დემოკრატიული ჯგუფი ILDG) და ჰელენა ფილაჯასაარს (ფინეთი, რეგიონების პალატა SOC), როგორც კონგრესის მომხსენებლებს საქართველოში ადგილობრივ  და რეგიონულ დემოკრატიის მონიტორინგზე, გვაცნობეს, რომ 2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გაიმართება „საპარლამენტო“ არჩევნები. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი უკვე იქნა მოწვეული საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. 28 და 29 მაისს წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია განხორციელდა ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადების პროცესის შესაფასებლად. 11-დან 16 ივნისამდე კი კიდევ ერთი დელეგაცია ეწვევა საქართველოს არჩევნებზე დასაკვირვებლად.  

ამ საკითხთან მიმართებაში, ჩვენ შეგახსენებთ, რომ კონგრესი აღიარებს საქართველოს როგორც ადგილობრივი და რეგიონალური ტერიტორიული მოწყობის მქონე უნიტარულ სახელმწიფოს. აღნიშნული პოზიციიდან გამომდინარე, სურვილი გვაქვს ხაზი გავუსვათ ცხინვალის რეგიონში 8 ივნისს დაგეგმილი არჩევნების არალეგიტიმურობას და გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისადმი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში.