საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. ''საპარლამენტო არჩევნებთან'' დაკავშირებით

2014 წლის 8 ივნისს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები". აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას.

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.

2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები".

2014 წლის 8 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

http://eeas.europa.eu/statements/docs/2014/140608_01_en.pdf

http://www.nato.int/cps/en/natolive/news_110909.htm

http://www.coe.int/t/Congress/default_en.asp

http://guam-organization.org/node/1605

http://www.vm.ee/en/news/estonia-considers-so-called-parliamentary-elections-south-ossetia-be-illegitimate

http://www.msz.gov.pl/en/news/mfa_statement_on__parliamentary_elections__in_south_ossetia  tskhinvali_district__georgia_

http://www.urm.lt/default/en/news/regarding-the-elections-in-tskhinvalisouth-ossetia-region-of-georgia