საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის შესახებ

2014 წლის 29-30 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბო და ამავე დეპარტამენტის მრჩევლები მარსელ კაპი და მაქსიმ ლონგანგი.

ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანს წარმოადგენს კონფლიქტზე საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-10 კონსოლიდირებული მოხსენების მომზადება, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისა და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე აქტუალურ თემებს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

2014 წლის 30 სექტემბერი