საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესმა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში სეპარატისტული დაძაბულობის შესახებ განცხადება მიიღო

2014 წლის 16 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესმა მიიღო განცხადება უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში სეპარატისტული დაძაბულობის შესახებ.

დეკლარაციაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მოვლენებზე, თუმცა ყურადღება ასევე ეთმობა საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ მდგომარეობას. დაგმობილია რუსეთის მოქმედებები მის მეზობლებთან მიმართებით, რაც გამოიხატება რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, მათზე ზეწოლით, სამხედრო ინტერვენციით და ტერიტორიების ანექსიით. დოკუმენტში საქართველო ორჯერ არის ნახსენები.

დეკლარაციის მე-3 პუნქტი გმობს რუსეთის მიერ მის მეზობლებზე ზეწოლის ყველა ფორმას.

დეკლარაციის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად: „საერთაშორისო სამართლის პრინციპები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა არის საქართველოში, უკრაინასა, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებელი პირობა, რომლებშიც არის სეპარატისტული მოძრაობა. ის, რაც მოხდა ყირიმში (უკრაინა), სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში (საქართველო) და დნესტრისპირეთში (მოლდოვა) და რაც ხდება ახლა უკრაინის აღმოსავლეთში, სრულიად ეწინააღმდეგება ევროპის რეგიონებს, რომლისკენაც მივიღწვით".

დეკლარაციას მხარი დაუჭირა 71 წევრმა, წინააღმდეგო იყო 22 წევრი, თავი შეიკავა 4 წევრმა.

დეკლარაციის გარშემო გამართული დებატების დროის სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე (თ. შერგელაშვილი) უკრაინის რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე (ვ. ნეჰოდა), მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტის მოადგილე (ვ. ჩივერი), კიევის ვიცე-მერი (ო. ნეზნიკოვი), და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი (ფ. მამადოვი).

2014 წლის 16 ოქტომბერი