საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს თანამომხსენებლების განცხადება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ''მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებასთან'' დაკავშირებით

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, მაიკლ აასტრუპ იენსენმა (დანია, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი) გამოხატეს თავიანთი ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ შეთავაზებულ, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. "მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით."აღნიშნული შეთანხმება არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთ მაგალითს", განაცხადეს მათ. "რუსეთი ადამიანებს შორის ქმინს ახალ ბარიერებს, იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყოს კონტაქტების დამყარებას აფხაზეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცოხვრებ ხალხს შორის." -ნათქვამია თანამომხსენებების განცხადებაში.

2014 წლის 1 ნოემბერი