საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმებასთან დაკავშირებით

2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში ხელი მოეწერა ე.წ. „ხელშეკრულებას" რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ". რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ  წესრიგის და ძირს უთხრის სამართლის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარაზე უარის თქმა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. ამ დოკუმენტი ხელმოწერა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს. 

დოკუმენტი რუსეთის ფედერაციასთან ხარისხობრივად უფრო ღრმა ინტეგრაციაზე საუბრობს და მოიაზრებს აფხაზეთის რეგიონის შერწყმას რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სივრცეში. დოკუმენტი ითვალისწინებს „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სივრცის" და სამხედრო ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას. დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვა. დოკუმენტის შედეგად მოხდება აფხაზეთის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფაქტობრივი გაუქმება და საოკუპაციო ხაზის გამაგრება. დოკუმენტი გულისხმობს ე.წ. აფხაზეთის კანონმდებლობის დაახლოება რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სტანდარტებთან, რაც აფხაზეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების წინაპირობას ქმნის. ნიშანდობლივია, რომ რუსეთი იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, უპირველესად რუსეთის ინიციატივით შექმნილ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ის არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, დაიდოს მასთან „შეთანხება" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არის უკანონო აქტი, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამგვარი უკანონო ქმედების გამო. საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაციის მიზნით მიღებული კონსტრუქციული ზომების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ პოლიტიკას. რეგიონში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა ნათლად ადასტურებს რუსეთის შორსმიმავალ გეგმებს და სუვერენული სახელმწიფოების მიერ არჩეული პროდასავლური კურსის შეფერხების მცდელობას, მათ შორის ოკუპაციისა და ანექსიის გზით.

საქართველოს მთავრობის მოწოდებების მიუხედავად, დოკუმენტის გაფორმებით რუსეთი აგრძელებს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობა იყენებს მის ხელთ არსებულ  ყველა რესურსს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად ინფორმირებული იყოს რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. „ხელშეკრულების" ხელმოწერას. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად. 

State Department - On the Signing of a "Treaty" between Georgia's Abkhazia Region and the Russian Federation

Statement by NATO Secretary General on the so-called treaty between the Abkhazia region of Georgia and Russia Statement by High Representative/Vice-President Federica Mogherini on the signature of a “Treaty on Alliance and Strategic Partnership" between the Russian Federation and Georgia's breakaway region of Abkhazia 

The co-rapporteurs of the Parliamentary Assembly of the Council of Europe (PACE) concerned by proposed ‘integration’ treaty between Russia and self-proclaimed “Republic of Abkhazia”

Ministry of Foreign Affairs of Estonia - Foreign Minister of Estonia, Pentus-Rosimannus: The agreement signed in Sochi today reflects Russia's desire to annex part of Georgia

Statement of the Baltic Assembly on the Russian Federations proposal on a so called “Draft Treaty on Alliance and Integration” Lithuania - On the Signature of a "Treaty on Alliance and Strategic Partnership" between of the Abkhazia region of Georgia and the Russian Federation

ნორვეგია მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას“ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად მიიჩნევს (ტექსტი ნორვეგიულ ენაზე) 

ნორვეგია მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას“ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად მიიჩნევს (ტექსტი ქართულ ენაზე)

რუმინეთის მოსაზრებით  მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულება“  რეგიონში უსაფრთოხების რისკებს ზრდის. (English)

Romania - Nerecunoaștere și condamnarea aşa-numitului "Tratat de alianţă şi parteneriat strategic" între Federaţia Rusă şi regiunea separatistă georgiană Abhazia

Slovenia - Izjava MZZ o podpisu sporazuma med Rusko federacijo in "oblastmi" gruzijske pokrajine Abhazije

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთსა დასაქართველოს 

სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებისხელმოწერასთან დაკავშირებით

Poland - MFA’s statement on so-called agreement on alliance and strategic partnership between Russia and Abkhazia

გერმანიის მთავრობის განცხადება ე.წ. რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა გაავრცელა ევროკავშირის განცხადება ე.წ. „ხელშეკრულების" გაფორმებაზე, რომელსაც მიუერთდნენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, სან მარინო, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა

პორტუგალიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

NATO Parliamentary Assembly Resolution 417

ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ვიცე- პრეზიდენტის კარლჰაინც კოფვი: პუტინი 

აფხაზეთთან შეთანხმებით განაგრძობს ესკალაციის „ჭანჭიკისმოჭერას“ (ქართულად)

ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი კარლჰაინც კოფვი: პუტინიაფხაზეთთან შეთანხმებით განაგრძობს ესკალაციის „ჭანჭიკის მოჭერას“

Bulgaria does not recognize the agreement between the Russian Federation and the self-proclaimed Republic of Abkhazia