საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქალთა და გოგონათა მიმართ კიბერ ძალადობა თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი კიდევ ერთი გამოწვევაა - დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქალთა და გოგონათა მიმართ  კიბერ ძალადობის თემაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საკითხი თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც მნიშვნელოვან ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

ზალკალიანმა მონაწილეებს აცნობა, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია არაფორმალურ შეხვედრას აღნიშნულ თემაზე.ღონისძიებამ ხელი შეუწყო დაინტერესებულ მხარეთა გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაცნობას, ასევეკიბერ ძალადობის სხვადასხვა ფორმისა და ქალებსა და გოგონებზე მისი ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

„ღონისძიებამ წარმოაჩინა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინირებულად გამოყენება ამგვარ ძალადობაზე ყოვლისმომცველი და ეფექტიანირეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა სტამბულის კონვენციის მნიშვნელობაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდო მიუერთდნენ ამ კონვენციას“ - განაცხადა მინისტრმა.

2020 წლის მარტში, საქართველოს თავმჯდომარეობა ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებას ქალთა წინააღმდეგ ძალადობისციფრული განზომილების შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში, ქალთა სტატუსის კომისიის 64-ე სხდომის ფარგლებში გაიმართება.