საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში (27 ნოემბერი, 2019 – 15 მაისი, 2020) ქართული მხარისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და აქტიური დახმარების აღმოჩენისთვის ბატონი ბიორნ ბერგე, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მდივნის პოზიციას დაჯილდოვდა ოქროს საწმისის ორდენით.

ჯილდოს გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა 2021 წლის 30 სექტემბერს ქ. სტრასბურგში. ბატონ ბერგეს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადასცა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა ირაკლი გივიაშვილმა.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ულოცავს ბატონ ბერგეს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და წარმატებებს უსურვებს მას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში.