საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების ოცი წლისთავის აღსანიშნავად ანსამბლმა რუსთავმა სტრასბურგში ქართული დიასპორისთვის კონცერტი გამართა

2019 წლის 11 აპრილს ქ. სტრასბურგში, წმინდა პიერის ეკლესიაში ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა ქართული პოლიფონიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის თავს მიეძღვნა. 

კონცერტს ესწრებოდნენ ქართული დიასპორის, ქ. სტრასბურგისა და ქ. კელის მერიის წარმომადგენლები. 
აღსანიშნავია, რომ ანსამბლ რუსთავის კონცერტმა ღონისძიების სტუმრებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
სტუმრების წინაშე საკუთარი პროგრამით ასევე წარსდგა მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული, ქ. სტრასბურგის წმ. ქეთევან-წამებულის გუნდი „სადარისი“. გუნდს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საჩუქრად ქართული ტრადიციული სამოსი გადასცა.