საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმასიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს

2018 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიას.

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესის მონიტორინგის მისიას, საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საკითხზე ანგარიშის მომზადებისათვის. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის რეგიონულ განვითარებაზე, რეგიონულ დემოკრატიასა და დეცენტრალიზაციაზე და ყურადღება გაამახვილა აღნიშნული მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესსა  და სამომავლოდ დასახულ გეგმებზე. აქვე მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით კონგრესის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, რომლებიც  გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ და ასევე ისაუბრა დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსა და მთავარ მიზნებზე. გამოსვლის შემდგომ, მინისტრმა კონგრესის წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გამართა კონგრესის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ანდერს კნაპესთან და გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან.