საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა ხელი მოაწერა „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას (განახლებული)

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს N311 ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ხელი მოაწერა „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას (განახლებული) (Council of Europe Convention on Cinematographic Co-Production (revised)).

 

კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოში კინემატოგრაფიის სფეროში, საერთაშორისო დონეზე თანაწარმოების განვითარებას და საშუალებას მისცემს საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს აწარმოონ ერთობლივი ფილმები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან.


წინამდებარე კონვენცია ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობას, კინემატოგრაფიული თანაწარმოების გაძლიერებას, როგორც კულტურული მრავალფეროვნების შექმნისა და გამოხატვის ინსტრუმენტს.