საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

2018 წლის 22 მაისს, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფიციალური პირები და ორგანიზაციასთან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა. ასევე, ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და გაცნობოდნენ საფრანგეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილი) საქმიანობის შესახებ სპეციალურად გამოცემულ ბროშურას.

 

მუდმივი წარმომადგენლობა მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული კერძებითა და ქართული ღვინით. საზეიმო მიღებაზე სიმღერით წარსდგა ქალაქ სტრასბურგში წმიდა ქეთევან წამებულის ეკლესიასთან არსებული საბავშვო მუსიკალური გუნდი „სადარისი“.