საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი აირჩია

2018 წლის 24 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წევრთა არჩევნები, სადაც 5 ვაკანტურ ადგილზე 8 ქვეყანას წარდგენილი ყავდა 15 კანდიდატი: გერმანია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო (3 კანდიდატი) და შვედეთი არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა კანდიდატები 5 ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიზანია სტამბოლის კონვენციის მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. GREVIO შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც 4 წლის ვადით აირჩევიან. ვლადიმერ მკერვალიშვილი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მუშაობას მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება. ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) კანდიდატთა წარდგენა შიდა კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ.